ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე

2 მარტი, 2013 • 1732
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უგულავას საქმეზე

პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ბრალდების შუამდგომლობა გიგი უგულავასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხეზე: პროკურატურა ითხოვდა მილიონიან გირაოს, უგულავასთვის ქვეყნის დატოვების აკრძალვას და მისთვის საგამოძიებო ორგანოში კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულების დაკისრებას.

 

ამას გარდა, პროკურატურამ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გიგი უგულავასთვის თბილისის მერის თანამდებობაზე უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნა. აღნიშნული საკითხი დღეს თბილისის სააპელაციო  სასამართლომ განიხილა და აღნიშნული მოთხოვნაც არ დააკმაყოფილა.

 

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს პროკურატურამ თბილისის მერი გიგი უგულავა ბრალდებულად ცნო ფულის გათეთრებისა და საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მუხლებით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი