ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“წითელი ჯვარი” ცხინვალში: 2017 წელს თბილისის კლინიკებში 120 ოსი პაციენტია გადაყვანილი

3 ივნისი, 2017 •
“წითელი ჯვარი” ცხინვალში: 2017 წელს თბილისის კლინიკებში 120 ოსი პაციენტია გადაყვანილი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში “წითელი ჯვრის” მისიის ხელმძღვანელის, ფარუხ ისლომოვის განცხადებით, მხოლოდ 2017 წლის დასაწყისიდან დღემდე, თბილისის სამედიცინო დასაწებულებებში 120 ოსი პაციენტია გადაყვანილი.

” 2017 წლის დასაწყისიდან 120 პაციენტია გადაყვანილი თბილისის კლინიკებში. 2016 წელს კი 200 -ზე მეტი მომართვა იყო”, – აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ოსურ მედიასთან გამართული პრესკონფერენციის დროს.

მისივე განმარტებით, პაციენტების თბილისში გადასაყვანად საშუალოდ 4 საათია სააჭირო.

როგორც ფარუხ ისლომოვი ამბობს, ოფიციალური პროცედურის შესაბამისად, ოსურ კლინიკებში გაცემული ექიმის დასკვნის შემდეგ, ადგილობრივი ჯანდაცვის უწყება საგარეო უწყებას, ის კი შუამავალ ორგანიზაცია “წითელ ჯვარს” მიმართავს ხოლმე.

“წითელმა ჯვარმა” სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მუშობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო.

თბილისისა და საქართველოს სხვა კლინიკებში აფხაზი და ოსი პაციენტების რიცხვის ზრდის დინამიკაზე საუბრობენ საქართველოს ხელისუფლების შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი