ახალი ამბები

მანანა მანჯგალაძე: სააკაშვილი ივანიშვილს ორშაბათს შეხვდება

1 მარტი, 2013 •
მანანა მანჯგალაძე: სააკაშვილი ივანიშვილს ორშაბათს შეხვდება

მანჯგალაძის განცხადებით, პრემიერთან შეხვედრის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი იყო, ამიტომ იმის განცახდება, რომ შეხვედრა პრეზიდენტის მიზეზით ჩაიშალა, მართებული არ არის:  

 

მანანა მანჯგალაძე /ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
მანანა მანჯგალაძე /ფოტო: საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია

“გუშინ საღამოს პრემიერმა გამოთქვა სურვილი, რომ შეხვედრა დღეს შემდგარიყო, რაც პრეზიდენტის განრიგიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა. ამიტომ პრეზიდენტის შეთავაზებაა, რომ ეს შეხვედრა შედგეს ორშაბათს დილით. ქვეყნის პირველი პირი ადასტურებს, რომ პრემიერს შეხვდება იქ, სადაც მას სურს. “

 

 

მანჯგალაძის განცხდაებით, ქვეყნის პირველი პირი ყველაფერს გააკეთებს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად. მისი თქმით, პრეზოდენტის სურვილია მომავალი კვირა დაიწყოს კონსტრუქციული დიალოგით:პრემიერის და პრეზიდენტის პირდაპირი მოვალეობაა, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს სამოქალაქო მშვიდობა”.   

მასალების გადაბეჭდვის წესი