ახალი ამბები

ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან დამარცხდა – როლან გაროსი

2 ივნისი, 2017 • 2546
ნიკოლოზ ბასილაშვილი რაფაელ ნადალთან დამარცხდა – როლან გაროსი

როლან გაროსის მე-1/16 ფინალში ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანთან, ესპანელ რაფაელ ნადალთან სამივე სეტში (0:6, 1:6, 0:6) დამარცხდა.

25 წლის ბასილაშვილი მსოფლიო რეიტინგში დღეს 63-ე ადგილს იკავებს და როლან გაროსში მეორედ მონაწილეობს, ხოლო 30 წლის ესპანელს ეს ტურნირი ყველაზე მეტჯერ, ცხრაჯერ აქვს მოგებული.

რაფაელ ნადალთან შეხვედრამდე როლან გაროსის მესამე რაუნდში ქართველმა ჩოგბურთელმა ვიქტორ ტროიცკი (7:6, 7:6, 7:6) დაამარცხა. ტელეგრაფის ინფორმაციით, ამ ეტაპზე გასული ჩოგბურთელებისთვის საპრიზო ჰონორარი 120,000 ევროა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე © EPA/YOAN VALAT

ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსზე © EPA/YOAN VALAT

მასალების გადაბეჭდვის წესი