ახალი ამბები

მიხეილ სააკაშვილი: ვივლი ჩემი ელექტრომობილით

28 თებერვალი, 2013 • • 4988
მიხეილ სააკაშვილი: ვივლი ჩემი ელექტრომობილით

“ეს არის ცირკი, რასაც ახლა აწყობს საქართველოს მთავრობა. მათ თქვეს ბევრი სიცრუე არჩევნების წინ. ერთ–ერთი სუცრუე იყო ის, რომ ჩვენ მოვიპარეთ მილიარდები და გავფლანგეთ. მეცოდება ეს ხალხი, ვინც ეს დაიჯერა. მთელი ეს თვეები ეძებენ ჩვენ მიერ წაღებულ მილიონებს და ვერაფერი ვერ იპოვეს”– განაცხადა სააკაშვილმა.   

 

მისი თქმით, მთავრობა მოპარულ ფულს ტყუილად ეძებს. რაც არ არის, რას იპოვიან. შავ ოთახში თუ შავი კატა არ არის, როგორ იპოვიან. ეს გვერდზე გადადეს და ახლა აქვთ ახალი გატაცება: ხედავთ, ეს საშინელი წინა მთავრობა, რამდენი ფული იხარჯებოდა მაგათ სასახლეებზე, რეზიდენციებზე, დაცვებზე, ჭამა–სმაზე, აქეთ–იქით სიარულზე. აღმოაჩინეს ამერიკა? რომ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები გადაადგილდებინ, დცვა დაყვებათ. ამიტომ, რომ აღარ მივცე მათ საბაბი ამის ლაპარაკის, ჩვენს თანამშრომლებზე დაიწყო პირდპირი ტერორი, აღძრეს საქმეები და უნდა მიეტანათ ინფორმაცია ჩემი გადაადგილების მარშრუტებზე, საუბრების შინაარსზე. ნამდვილად მე ამას მშვიდად ვეკიდები და ეს არ არის აკვიატება, ყველამ იცის, რომ ასეა.”

 

მიხეილ საკაშვილი აცხადებს, რომ მას დაცვა არ სჭირდება: “მე ვთქვი, რომ სულ არ მინდა დაცვა და გადავადგილდები ჩვეულებრივი მანქანით. მეორედ აღარ ამოიღოთ ხმა, რამდენს ხარჯავს სახელმწიფო ამ დაცვის კორტეჟებზე. მოიყვანეს უფრო მეტი მანქანა, ვიდრე როდესმე ცხოვრებში მინახავს. მე სრული კატეგორიულობით ვაცხადებ და მინდა ვუთხრა პრემიერმინისტრსაც, ეს არის ხალხის რესურსების ტყუილი ყრა, რაღაც გაურკვეველი  პოლიტიკური ცირკებისთვის. რა არის ეს 30 მანქანა, რომელიც აქ არის. რატომ უნდა წამომყვეს, რა პოლიტიკურ მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი? თუ მართლა საქართველოს პრეზიდენტი ხარჯავდა ამდენ რესურსებს, მე როგორც მოქალაქეს, უფლება მაქვს, რომ არ დამყვებოდეს უკან არავინ.  ეს არის ჩემი გადაწყვეტილება, როგოც მოქალაქის და ადამინის. მე დაცვა თუ ვინმესგან მჭირდება, ამ ხალხისგან. მარტივია, რომ ეს მანქანები დააყენონ გარაჟში, ამისი ბენზინის ფული, რაც ამ მანქანებს სჭირდება, გაჭირვებულებს დაურიგონ. ” 

 

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავრობამ ხალხი მოატყუა: “ორჯერ შემციერბულ გაზის ფასში, დენის ფასში ისინი მოატყუეს. ეს ფული მაინც დაახარჯონ ახლა მაგათ. მე ვივლი ჩემი ელექტრომობილით, რომელიც ცოტას წვავს და ზის ადმინისტრაციის ბალანსზე. და თუ ესეც არა, სხვა სშუალებას ვიპოვი გადაადგილების. სავალალოა ასეთი შოუების დადგმა და ჩვენს ქვეყანას უნდა ვცეთ პატივი. ყველამ მიხედოს თვის საქმეს.”

 

“ღმერთო, დამიცავი ასეთი დაცვისგან და მტრებისგან, მე თვითონ დავიცავ ჩემს თავს” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.  

მასალების გადაბეჭდვის წესი