საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის განცხადებით, აფგან მუხთარლის საქმეს ყურადღებით აკვირდებიან და ელოდებიან დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან.
ეს განცხადება იან კელიმ დღეს, 31 მაისს, ილიას უნივერსიტეტში ღონისძიების დაწყებამდე გააკეთა.
ჟურნალისტის კითხვა ეხებოდა იმ საკითხს, თუ როგორ აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე მუხთარლის საქმე.
“ეს სერიოზული ბრალდებებია და მე მაღელვებს, ისევე, როგორც ყველა ქართველს. ამიტომ ყურადღებით ვაკვირდებით ამ პროცესს და ველოდებით დამატებით ინფორმაციას მთავრობისგან. ჩვენ ვიცით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო იკვლევს ამ საქმის გარემოებებს. ეს ბრალდებები არის შემაშფოთებელი და ჩვენ გვჭირდება მეტი ინფორმაცია. მეტს ვერაფერს გეტყვით,”- განაცხადა იან კელიმ.