ახალი ამბები

“საბაში” ხანძრის შედეგად 50–მდე მაღაზია დაიწვა

27 თებერვალი, 2013 • 1470
“საბაში” ხანძრის შედეგად 50–მდე მაღაზია დაიწვა

ცეცხლი გუშინ, საღამოს საათებში გაჩნდა და მის ჩასაქრობად 35 სამაშველო ჯგუფი და 300–ზე მეტი მეხანძრე მუშაობდა. იყო საშიშროება, რომ ხანძარი გვერდით შენობებზეც გავრცელებულიყო, თუმცა მეხანძრეებმა მისი ლოკალიზება მოახერხეს. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა დამწვარია 50–მდე მაღაზია.

ტერიტორია მოინახულა თბილისის მერმა გიგი უგულავამ, მან  გლდანი-ნაძალადევის რაიონის გამგებელ ნოდარ სანდუხაძეს აღწერის ჩატარება დაავალა.

 

როგორც მერიაში აცხადებენ, მას შემდეგ, რაც მოვაჭრეებთან ერთად ზარალის დათვლა მოხდება, გადაწყდება თუ რა სახის დახმარება შეიძლება გაუწიოს მერიამ დაზარალებულებს. მერიის ინფორმაციით, დახმარება სავარაუდოდ კომპენსაციის სახით გაიცემა, თუმცა ზუსტი პასუხი ამასთან დაკავშირებით დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი