„გუშინ, სასტუმრო რედისონში, ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე, ელჩმა ნორლანდმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოქტომბრის (საპრეზიდენტო არჩევნების) მოახლოებასთან ერთად, თანაარსებობა ინტენსიურ ხასიათს იძენს, მაგრამ ამ ეტაპზე კოჰაბიტაციას დაძაბული პერიოდი უდგას.
შეერთებულმა შტატებმა დაბეჯითებით სთხოვა ორივე მხარეს, განაგრძოს მცდელობა გამოსავლის საპოვნელად.
ელჩ ნორლანდს პატივი ჰქონდა, შეხვედროდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ ივანიშვილს. მას სჯერა, რომ მხარეები ეძებენ გამოსავალს. ელჩ ნორლანდის თქმით, პრეზიდენტმა დაარწმუნა ის, რომ არ აპირებს მთავრობის დათხოვნას, ან სხვა უჩვეულო საკონსტიტუციო სვლის გაკეთებას. ელჩმა თქვა, რომ (პრეზიდენტის განცხადება) სარწმუნოდ მიაჩნია“.
განცხადება საქართველოში ამერიკის საელჩოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.