ახალი ამბები

ნორლანდი: პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ არ აპირებს მთავრობის დათხოვნას

27 თებერვალი, 2013 • 874
ნორლანდი: პრეზიდენტმა დამარწმუნა, რომ არ აპირებს მთავრობის დათხოვნას

ნორლანდის თქმით, პრეზიდენტის განცხადება მან სარწმუნოდ მიაჩნია. აშშ-ის ელჩის აზრით, ახლა საჭიროა წონასწორობის დაცვა სამართლიანობის სურვილსა და ანგარიშსწორების თავიდან აცილების აუცილებლობას შორის.

 

ნორლანდის თქმით, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად თანაარსებობა ინტენსიურ ხასიათს იძენს, მაგრამ ამ ეტაპზე კოჰაბიტაციას დაძაბული პერიოდი უდგას. მისი განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა დაბეჯითებით სთხოვა ორივე მხარეს, განაგრძოს მცდელობა გამოსავლის საპოვნელად.

 

ელჩი ნორლანდი შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილსა და პრემიერ ივანიშვილს. მისი თქმით, მას სჯერა, რომ მხარეები ეძებენ გამოსავალს.

 

ნორლანდმა ეს განცხადებები 26 თებერვალს სასტუმრო “რედისონში” ესტონეთის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი