ახალი ამბები

ელისაშვილი: თუ მერის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები

30 მაისი, 2017 •
ელისაშვილი: თუ მერის არჩევნებში მივიღებ მონაწილეობას, დამოუკიდებელი კანდიდატი ვიქნები

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, თუ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობას გადაწყვეტს, დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება და არა პარტიული. ეს მისი პრინციპული პოზიციაა.

“ამასთან დაკავშირებით გარკვეული საუბარი იყო, მაგრამ ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ თუ თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობაზე გადაწყვეტილებას მივიღებ, მე ვიქნები დამოუკიდებელი კანდიდატი და არავითარ შემთხვევაში პარტიული კანდიდატი. ეს ჩემი პრინციპული პოზიციაა,” – განუცხადა ალეკო ელისაშვილმა “ნეტგაზეთს.”

დღეს, 30 მაისს, “რესპუბლიკურმა პარტიამ” და “თავისუფალმა დემოკრატებმა” განაცხადეს, რომ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საარჩევნო ბლოკის სახით მიიღებენ მონაწილეობას. პარტიის ლიდერების განცხადებით, საკრებულოს დამოუკიდებელ კანდიდატთან, ალეკო ელისაშვილთან მოლაპარაკება მიმდინარეობს, რათა თბილისის მერის არჩევნებში მათი კანდიდატი იყოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი