პოლიციელის პროფესიული დღისამდი მიძღვნილი ღონისძიებების გამო 30 და 31 მაისს თბილისის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, საზეიმო ღონისძიებასთან დაკავშირებით თბილისში, მიტროფანე ლაღიძისა და ნოე რამიშვილის ქუჩებზე, ასევე, კახეთის გზატკეცილზე – ე.წ. ჯავახეთის ხიდებიდან მეტროსადგურ „სამგორამდე“, ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება:
30 მაისს, 15:00 საათიდან 18:00 საათამდე, ხოლო 31 მაისს, 09:00 საათიდან 14:00 საათამდე, ღონისძიების დასრულებამდე.