ახალი ამბები

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

29 მაისი, 2017 •
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო, რომლის თანახმადაც, საქართველო ნატოს წევრი MAP-ის გავლით გახდება.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ყველა წევრმა მხარი დაუჭირა დოკუმენტის მიღებას.

დეკლარაციის თანახმად, ასამბლეა ხაზს უსვამს, რომ საქართველოს თანამშრომლობა ალიანსთან მოიცავს ყველა პრაქტიკულ ინსტრუმენტს, რომელიც მას საბოლოო წევრობისათვის მოამზადებს; ასევე საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებს წევრი ლიდერების პოზიციას, რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) დახმარებით, რაც ამ პროცესის არსებითი ნაწილია, საქართველო გახდება ნატოს წვერი.

დეკლარაციის სამუშაო ვერსიაში მაღალი შეფასება აქვს საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს დემოკრატიის, ინსტიტუციების გამჭვირვალეობის ხარისხისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით, რომელიც მათი განცხადებით სამაგალითოა მთელი რეგიონისათვის. აქვე აღნიშნავს, რომ უფრო მეტი ღონისძიების გატარებაა საჭირო კანონის უზენაესობის, მედიაპლურალიზმის გაძლიერებისა და პოლიტიკური პოლარიზაციის შესამცირებლად.

დოკუმეტში მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გმობს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას. ასევე, ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების ფართომასშტაბიან დარღვევას, ადმინისტარციული სასაზღვრო ხაზის მიღმა გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, რუსეთის მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების მუდმივ დარღვევას. ასევე, ამ ტერიტორიებზე სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

სრულად გაეცანით: დეკლარაციის სამუშაო ვერსია: საქართველო ნატოს წევრი MAP-ის გავლით გახდება

მასალების გადაბეჭდვის წესი