საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა აქციზური მარკით ნიშანდების გარეშე 16 982 სიგარეტის საბაჟოზე კონტროლის გვერდის ავლით საზღვარზე გადაზიდვის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა მისი მართვის ქვეშ მყოფი სამგზავრო ავტობუსით, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისგან მალულად გადაზიდა 16 982 კოლოფი უაქციზო სიგარეტი ,,Master’’.
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებული საზღვრის კვეთის დროს დააკავეს, ხოლო კონტრაბანდული თამბაქო და სატრანსპორტო საშუალება ნივთიერმტკიცებულების სახით ამოიღეს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214 -ე მუხლის მე – 2 ნაწილით და მე – 200 მუხლის მე – 3 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 – დან 8 წლამდე ვადით.