ახალი ამბები

ანონსი: 29 მაისი

28 მაისი, 2017 • 1890
ანონსი: 29 მაისი

გთავაზობთ 29 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში – საბურთალო სამედიცინო უნივერსიტეტის სადისერტაციო დარბაზი (ვაჟა-ფშაველას N33)

11:00 საათზე კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა თბილისში – გლდანი სანდრო ახმეტელის სახელობის სახელმწიფო თეატრი (მის: ვეკუას №8)

11:00 საათზე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წევრი ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობასთან სხდომის პარალელურად გამართავენ აქციას. აქცია მიემართება დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხს ზოგიერთი სასამართლოს თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსალოდნელია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის დანიშვნაც.

12.00 მწერალთა სახლში გაიმართება ფესტივალის გახსნისადმი მიძღვნილი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი, ქ.თბილისის მერის მოადგილე ნინო ახალკაცი და მწერალთა სახლის დირექტორი ნატა ლომოური.

14:00 საათზე სასტუმრო “ჰოლიდეი ინნში” სახალხო დმცველი საზოგადოებას სპეციალურ ანგარიშებს წარუდგენს: “გენდერული თანასწორობისა და ქალთა მდგომარეობის შესახესახებ სპეციალური ანგარიში” , “ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მონიტორინგის სპეციალური ანგარიში”

14:00 საათზე, გალერეა „შარდენში“, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული შიდსით დაავადებული და შიდსით დაობლებული ბავშვების მხარდამჭერ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას დაესწრება. რუსთაველის გამზ. #13, თბილისი (სასტუმრო „თბილისი მარიოტი“) საკონტაქტო პირი სოფო ჭუმბურიძე – 599 120009

მასალების გადაბეჭდვის წესი