დღეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ღონისძიებები გაიმართა.
წელს დღესასწაულის მთავარი თემა შოთა რუსთაველის პოემა “ვეფხისტყაოსანი” იყო. მსახიობებმა პოემა ხმამაღლა წაიკითხეს, ბავშვემა პოემის პერსონაჟები დახატეს, ცალკე პავილიონში გამოიტანეს პოემის ძველი ხელნაწერები. პარლამენტის წინ დაიდგა “ქაჯეთის ციხის” მაკეტი, ხოლო იქვე მოწყობილ “მიჯნურთა ხეივანში” წყვილებმა სიმბოლურად იქორწინეს.
რუსთაველის გამზირი სრულად გადაიკეტა. მოეწყო სტენდები და გასაყიდად სხვადასხვა სახის პროდუქცია გამოიტანეს. მათ შორის, ქართული სტარტაპების ნაწარმი. დღესვე თავისუფლების მოედანზე 300-მა ახალწვეულმა საჯაროდ ფიცი დადო.

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების ფიცი ჩაიბარა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. 26.06.17 ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი

თავისუფლების მოედანზე ახალწვეულების ფიცის დადებას მინისტრთა კაბინეტი, პარლამენტარები და პატრიარქი ესწრებოდნენ 26.06.17 ნეტგაზეთი/გუკი გიუნაშვილი