26 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით თბილისში ნატოს საპარლამენტო ასამბლეა ტარდება.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეა 250 წევრისგან შედგება და წევრი ქვეყნებისგანაა დაკომპლექტებული. ამას ემატება წარმომადგენლები ასოცირებული და პარტნიორი ქვეყნებიდან და დამკვირვებლები.
ნატოს ცნობით, 4-დღიან შეხვედრებზე კანონშემოქმედებს პირველად მიეცემათ შანსი, ბრუსელში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრონ, სადაც ნატო პირველად შეხვდა ამერიკის ახალ პრეზიდენტს და საფრანგეთის ახლად არჩეულ პრეზიდენტს.
თბილისში დაგეგმილი დღის წესრიგი სხვადასხვა დისკუსიას მოიცავს, მათ შორის, უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, რომელიც რუსეთისგან მოდის; სამხედრო შესაძლებლობების და ადეკვატური სამხედრო ბიუჯეტის შესახებ დისკუსიას.
საგაზაფხულო სესიაზე დეკლარაციის მიღებასაც ელოდებიან, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას დაუჭერს მხარს. ორშააბათს პრეზიდენტი მარგველაშვილი, პრემიერი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სიტყვით მიმართავენ ასამბლეას.