საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2016 წლის მონაცემებით, ეკონომიკური აქტიურობის დონე კაცებში ორჯერ მეტია, ვიდრე ქალებში.
საქსტატის ცნობით, ქალებში არააქტიურობის დონე 42.0%-ია, ხოლო კაცებში – 21.8%.
ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში იგულისმება შრომისუნარიანი მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც დაკავებულია ეკონომიკური საქმიანობით.
აქ შედის ასევე მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გამოსაკვლევ პერიოდში არ მუშაობდა, აქტიურად ეძებდა სამუშაოს და პოვნის შემთხვევაში მზად იყო სამუშაოს დასაწყებად.
ეკონომიკურად არააქტიურ მოსახლეობად მიიჩნევა მოსახლეობის ის ნაწილი, რომელსაც არ აქვს სამუშაო და არ ეძებს ან/და მზად არ არის სამუშაოს დასაწყებად სხვადასხვა მიზეზის გამო.
ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე, განმარტავს საქსტატი.
საქსტატის ცნობით, 2016 წელს 2015 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე ქალებში შემცირდა 1.4 პროცენტული პუნქტით, კაცებში კი პირიქით, 0.7 პროცენტული პუნქტით, გაიზარდა და, შესაბამისად, 8.8 და 14.2% შეადგინა.
ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით, ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება, განმარტავს საქსტატი.
2016 წელს 2015 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში შემცირებულია 0.9 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში გაზრდილია 0.1% პროცენტული პუნქტით და, შესაბამისად, 58.0 და 78.2% შეადგინა.