ახალი ამბები

შოთა მალაშხია: არ შეიძლება ჩვენ ოლიმპიადაში მივიღოთ მონაწილეობა.

21 თებერვალი, 2013 • • 867
შოთა მალაშხია: არ შეიძლება ჩვენ ოლიმპიადაში მივიღოთ მონაწილეობა.

„როდესაც ჩვენი ტერიტოირიების 20% არის ოკუპირებული, როდესაც ირღვევა ოლიმპიადის ქარტიის ყველა პრინციპი, არ შეიძლება ჩვენ ოლიმპიადაში მივიღოთ მონაწილეობა,”- ეს განცხადება  საპარლამენტო უმცირესობის წევრი შოთა მალაშხიამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი კომისიის სხდომაზე გააკეთა.

მის თქმით, მომდევნო სესიაზე სამი წინადადების დაყენებას გეგმავს. “აუცილებელია სამთავრობო კომისიის შექმნა, რომელიც რუსეთის მხრიდან მიყენებულ ზარალს, კომპენსაციებს დათვლის და მონაცემებს საერთაშორისო სასამართლოში წაიღებენ. “

მეორე საკითხს რაც შეეხება, მალაშხია ამბობს, რომ ყველა გამოცემაში, ბუკლეტსა და ბროშურაში უნდა ჩაიწეროს, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 % ოკუპირებულია, მოკლულია 30 000 ადამიანი, ხოლო 40 000 ადამიანი დევნილის სტატუსით სარგებლობს.  გარდა ამისა, უმცირესობის დეპუტატის თქმით, საჭიროა ოლიმპიადასთან დაკავშირებით დაიწყოს ფართომასშტაბიანი მუშაობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი