გთავაზობთ 25 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების ანონსს:
10:00 – მთავრობის სხდომა;
10:00 – სასტუმრო ,,რედისონში“ “შრომის ინსპექციის მომავალი საქართველოში” კონფერენციას პრეზიდენტი დაესწრება;
10:00 – სასტუმრო ,,რუმსში“ (თბილისი, მერაბ კოსტავას ქ. N14) ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე რეგიონულ ენერგეტიკულ სამიტს გახსნის. სამიტი ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს და იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G -ის და ევროკავშირის EU4ENERGY-ის მხარდაჭერით.
11:00 – მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში (ინგოროყვას #7) საქართველოს სოლიდარობის ფონდსა და კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი. “სოლიდარობის ფონდი” კომპანია IDS ბორჯომი საქართველოსთან ერთად წარმოგიდგენთ ვეფხისტყაოსნის თემატიკაზე შექმნილი აქსესუარების საქველმოქმედო გამოფენა – გაყიდვას. შემოსული თანხა გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში” სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და 21 წლის ასაკის ჩათვლით ახალგაზრდების დასახმარებლად;
11:00 – საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გაიმართება თბილისის რიგით მე-10 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის პრესკონფერენცია. ღონისძიებას გაუძღვებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიროგაძე, თბილისის მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი და ფესტივალის დირექტორები – დავით ჯანელიძე და ჯაბა სიხარულიძე. პრესკონფერენციას ასევე დაესწრებიან რეჟისორი გიორგი ოვაშვილი, ფესტივალში მონაწილე ახალგაზრდა ქართველი რეჟისორები და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები;
12:00 – Holiday Inn-ში, GIPA-ს კონფერენციას “მე ქართველი ვარ,მაშასადამე, ვარ ევროპელი” პრეზიდენტი დაესწრება;
12:00 – ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან(შუშის სასახლე) ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად;
13:00 – თბილისის წიგნის მე–19 ფესტივალი ექსპო ჯორჯიას მე–11 პავილიონში გაიხსნება;
13:00 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის VII კორპუსში “სტუდენტთა კლუბის” წევრი აზერბაიჯანელი სტუდენტების ორგანიზებით გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება. მისამართი: ქეთევან წამებულის გამზ. #53, თსუ-ს VII კორპუსი, მეოთხე სართული. საკონტაქტო პირი: თოზუ გულმამედოვა (597-58-78-47);
14:00 – პროფკავშირებში “კონსტიტუცია ყველასია” კამპანიის ფარგლებში, კონსტიტუციაში არსებულ შრომით უფლებებზე პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს. მის.: ვაჟა ფშაველას 1/43;
14:00 – ბურჯანაძე-დემოკრატების ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე სტრასურგის სასამართლოსთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას გააკეთებს. მის: აბულაძის 8. პარტიის ოფისი, საკონტაქტო 577 2090 00;
14:00 – სეოკ-ის წინააღმდეგ საქმის სასამართლო პროცესი გაიმართება. საქმეზე მოსარჩელე მხარე ახალ მტკიცებულებებს წარადგენს და მოწმის დაკითხვის შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. საკონტაქტო პირი: 595 881 888;
15:00 – ფაბრიკაში, დასახელდებიან საერთაშორისო პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტები;
19:30 – სასტუმრო „ბილთმორში“ თურქეთის რესპუბლიკის ფლაგმანი ავიაკომპანია “თურქეთის ავიახაზები“ აღნიშნავს თბილისის მიმართულებით ფრენების დაწყების 20 წლის იუბილეს;
20:00 – ბრძოლა წესების გარეშე “რვაკუთხედი” ახალ სპორტის სასახლეში გაიმართება;
21:30 – ჰარდ როკ კაფე თბილისში გაიმართება Hard Rock Rising –ის ბოლო ფინალური ტური.