შატილში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე კოშკის კედელი ჩამოინგრა.
ვაჟა ჭინჭარაულის ინფორმაციით, 23 მაისს, ღამით #6 ადაბტირებული კოშკის დასავლეთის კედელი ჩამოინგრა, რომელმაც ნაწილობრივ სალუდეც დააზიანა.
ჭინჭარაულის ცნობით, მოსალოდნელია სამხრეთის კედლის ნგრევაც. საფრთხე ექმნება მიმდებარე #5 კოშკსაც.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განგვიცხადეს, რომ მისი მონიტორები ძეგლის მოსანახულებლად დღეს წავიდნენ.
სააგენტოში განგვიმარტეს, რომ ისინი ვიზუალურად დაათვალიერებენ ძეგლს, დააფიქსირებენ ვითარებას და დაადგენენ, რა საჭიროება და რისი გაკეთებაა შესაძლებელი.