ახალი ამბები

დაჩი ცაგურია “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა

20 თებერვალი, 2013 •
დაჩი ცაგურია “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის უფროსად დაინიშნა

როგორც დაჩი ცაგურიამ განაცხადა, “საქართველოს რკინიგზაში” აღნიშნულ თანამდებობაზე მუშაობას დღეიდან შეუდგა:

 

“დღეს დავიწყე მუშაობა და ნებისმიერ პირს დღეიდან შეუძლია დამიკავშირდეს. შევეცდებით, რომ ინფორმაცია ღიად მივაწოდოთ ჟურნალისტებს და მოქალაქეებს”, – განაცხადა ცაგურიამ.

 

ინფორმაცია დაჩი ცაგურიას “საქართველოს რკინიგზაში” დანიშვნასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტოებმა რამდენიმე დღის წინ გაავრცელეს, თუმცა ცაგურია ინფორმაციას არ ადასტურებდა. ინფორმაციას უარყოფდა “საქართველოს რკინიგზის” პრესსამსახურის ყოფილი უფროსი ირმა სტეფნაძეც. 

 

დაჩი ცაგურია წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართულ აქციებში. ის არაერთხელ იყო დაპატიმრებული ადმინისტრაციული წესით. 

 

დაჩი ცაგურია
დაჩი ცაგურია

საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სახელმწიფოს კუთვნილ შპს “საქართველოს რკინიგზაში” სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა მოძრაობა “დაიცავი საქართველოს” დამფუძნებელი და “ამომრჩეველთა ლიგის” თავმჯდომარე კოკა გუნცაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი