ახალი ამბები

სუბარი თორდიაზე: შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია დაადასტუროს, მართალია თუ არა

24 მაისი, 2017 • 1486
სუბარი თორდიაზე: შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია დაადასტუროს, მართალია თუ არა

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, სოზარ სუბარი ამბობს, რომ გენერალურ აუდიტორ ლაშა თორდიას, ვიდრე მთავარ პროკურორ ირაკლი შოთაძეს რამეს დააბრალებს, ურჩევნია დაადასტუროს, მართალია თუ არა.

ეს განცხადება სოზარ სუბარმა დღეს, 24 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

24 მაისს “ფეისბუკზე” გავრცელდა ვიდეო, სადაც, სავარაუდოდ, ლაშა თორდია კონფლიქტში მონაწილეობს. თორდიამ განაცხადა, რომ ეს კადრები ირაკლი შოთაძის მობილურში ინახებოდა და შოთაძე ამ კადრებს სხვა ადამიანებსაც აჩვენებდა. პროკურატურას ამ საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

“შოთაძისთვის რაღაცის დაბრალებას ურჩევნია ის დაადასტუროს, მართალია თუ არა და სინამდვილეში რა მოხდა. მე არ ვიცი, რა ხდებოდა. ზოგადად, ერთი რამ მინდა ვთქვა: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელები რა განცხადებასაც აკეთებდნენ, მეჩვენება, რომ გასცდა მათს თანამდებობრივ უფლება-მოვალეობებს და გადავიდნენ რაღაც პოლიტიკურ კამათებში,”- აცხადებს სოზარ ზუბარი ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი