ახალი ამბებიკინო

მსახიობი როჯერ მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

23 მაისი, 2017 • 3158
მსახიობი როჯერ მური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

ბრიტანელი მსახიობი როჯერ მური, რომელმაც პოპულარობა მოიპოვა ანგეტ ჯეიმს ბონდის როლის შესრულებისათვის, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. BBC-ის ინფორმაციით, მური სიმსივნით გარდაიცვალა.

1970-იან წლებში მსახიობმა “აგენტ 007”-ზე შექმნილ შვიდ ფილმში მიიღო მონაწილეობა. 1980 წელს კი “ოქროს გლობუსი” გადაეცა.

სერ როჯერ მური, გარდა თავისი წარმატებული სამსახიობო კარიერისა, ცნობილი იყო თავისი საქველმოქმედო საქმიანობით. 1991 წელს გაეროს ბავშვთა ფონდის კეთილი ნების ელჩად აირჩიეს.

2003 წელს სერის წოდება მიანიჭეს. 2008 წელს მსახიობს ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანშიც გაუხსნეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი