ხუხაშვილი წინა წლებშიც მუშაობდა რკინიგზაში, კერძოდ, 2003-2004 წლებში იყო შპს “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალურეო საბჭოს წევრი, ხოლო 2004 წელს მუშაობდა შპს “საქართველოს რკინიგზის” კორპორატიული მართვის დირექტორის თანამდებობაზე.
საქართველოს რკინიგზის ხელმძღვანელობა ასევე განიხილავს ლოჯისტიკის სფეროში გამოცდილების მქონე პირთა კანდიდატურებს სხვადასხვა საკონსულტაციო პოზიციებზე დასანიშნად.
შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შედეგად თანამდებობიდან გადადგა “საქართველოს რკინიგზის” გენერალური დირექტორი, ეს პოსტი დღემდე ვაკანტურია. გენერალური დირექტორის მოვალეობას ოლეგ ბიჭიაშვილი ასრულებს. “საქართველოს რკინიგზის” სამეთვალყურეო საბჭოს კი კოკა გუნცაძე ხელმძღვანელობს.