ახალი ამბები

ISIS აცხადებს, რომ მანჩესტერში აფეთქება მათ მოაწყვეს

23 მაისი, 2017 • 1760
ISIS აცხადებს, რომ მანჩესტერში აფეთქება მათ მოაწყვეს

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ე.წ. ისლამური სახელმწიფო განაცხადა, რომ მანჩესტერში მომხდარი ტერაქტი მათ მოაწყვეს. 23 მაისს საკონცერტო დარბაზი თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და აფეთქების შედეგად დარბაზში მყოფთაგან 22 ადამიანი გარდაიცვალა.

“ტელეგრაფის” ცნობით, განცხადება ამის შესახებ ISIS-მა თავის საინფორმაცი სააგენტოს, “ამაქის” ვებგვერდზე გამოაქვეყნა. მათივე ინფორმაციით, განცხადებაში ნათქვამია, რომ აფეთქება სირიასა და ერაყში განხორციელებულ საჰაერო დამომბვებზეა პასუხი.

BBC-ის ცნობით, დაიღუპა 22, მათ შორის- ბავშვები. დაშავდა 59 ადამიანი. რამდნიმე ადამიანს ჯერ კიდევ ეძებენ. აფეთქება ადგილობრივი დროით 22:35 საათზე მოხდა, როდესაც არენაზე მომღერალ არიანა გრანდეს კონცერტი მიმდინარეობდა.

პოლიცია აცხადებს, რომ ტერორისტი იყო ერთი ადამიანი, რომელმაც სახლის პირობებში დამზადებული ნაღმი აამოქმედა.

მასალების გადაბეჭდვის წესი