ახალი ამბები

ფანჯიკიძე უმცირესობას: როგორც ჩანს, ამ შეხვედრას არანაირი აზრი არ ჰქონდა

19 თებერვალი, 2013 • • 915
ფანჯიკიძე უმცირესობას: როგორც ჩანს, ამ შეხვედრას არანაირი აზრი არ ჰქონდა

“ქალბატონო მაია, თქვენი ციტირება ხდება ოთხი სენატორის წერილში, სადაც თქვენ პოლიტიკურ ოპონენტებს დამნაშავეებს უწოდებთ, სწორედ ამ ციტირების საფუზველზე, რეალურად თქვენ გამო ხდება ის, რომ შეფერხდა ინტეგრაცია ნატოში, ევროპაში. ოთხი გავლენიანი სენატორი თქვენს ციტირებას ახდენს საკუთარ წერილში”.

 

რაზეც ფანჯიკიძემ უპასუხა, რომ შეხვედრას აზრი არ ჰქონდა:

 

“ბატონო აკაკი, როგორც ჩანს, ამ შეხვედრას არანაირი აზრი არ ჰქონდა იმიტომ, რომ შეკითხვა იყო დასმული ძალიან კონკრეტულად ნატოზე, კონკრეტულად ევროკავშირზე, ერთზეც და მეორეზეც მე ვილაპარაკე. ვილაპარაკე იმ კონკრეტულ გეგმებზე, თარიღებზე და ამოცანებზე, რომელიც საქართველოს აქვს. თქვენ მაინც რჩებით იმავე შეფასებაზე და სწორედ რომლის ტირაჟირებასაც ახდენთ, რომ პროცესები შეფერხებულია. რა გაძლევთ ამ დასკვნის საშუალებას, მე არ ვიცი. თუ თქვენ აქ იმისთვის მომიწვიეთ, რომ მაინც იმავე აზრზე დარჩეთ, რომელზედაც იყავით, მაშინ ტყუილად დაგვიკარგავს ამდენი დრო თქვენც და მეც. თქვენ არანაირი საბუთი არ გაგაჩნიათ, რომ პროცესი არის შეფერხებული.”

 

ფანჯიკიძემ განმარტებები გააკეთა სენატორების მიერ მისი სიტყვების ციტირებაზეც:

 

“რაც შეეხება ამერიკელი სენატორების მიერ ჩემი სიტყვების ციტირებას, მე ესეც ძალიან კარგად აგიხსენით, რას ნიშნავდა. ვრჩები იმ აზრზე, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი დანაშაული ჩაიდინა. მე არ ვლაპარაკობ კონკრეტულ პირებზე, მე ვლაპარაკობ კონკრეტულ დანაშაულებებზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი