ახალი ამბები

ანონსი -23 მაისი

23 მაისი, 2017 •
ანონსი -23 მაისი

11:30-ზე პრაიმტაიმის პრესკლუში ადვოკატები გაგი მოსიაშვილი და მერაბ ჩიქოვანი საგანგებო განცხადებას გააკეთებს.


19:00 – 20:00 სთ. „მედიათეკაში“, კიკვიძის ბაღი, ცოტნე დადიანის 164, USAID-ის პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ და ISET-PI ოფიციალურად გახსნიან ახალი პროგრამული აპლიკაციის „რეფორმეტრის“ პრეზენტაციას.


12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის სხდომა.

დღის წესრიგი:

1. ააიპ ,,სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობი მუნიციპალური ცენტრის“ ანგარიშის მოსმენა.


12:00 საათზე, მთავარი პროკურატურის შენობის წინ, ზაზა ხატიაშვილი გამართავს საპროტესტო აქციას, ბავშვთა სამყაროს დაწვის შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად და მოითხოვს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის გადადგომას.


09:30 საათზე, სასტუმრო Rooms Hotel Tbilisi-ში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე შიდა აუდიტორთა საერთაშორისო შეხვედრას – „თანამედროვე შიდა აუდიტი – ახალი მიდგომები“ გახსნის.


09:45 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.


10:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში შეხვედრა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი


10:00 საათზე, თურქეთ-საქართველოს უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეორე სხდომა გაიმართება.
მის:თბილისი, საქართველოს პარლამენტი, B კორპუსი, ოთახი N410


11:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი („ცე“ კორპუსი, ოთახი N532)


11:00 საათზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი დიპლომატიური კორპუსის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად „ტექნოპარკში“ პროექტის – შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება -შეხვედრას დაესწრება, სადაც გარემოს ეროვნული სააგენტოსა და უცხოელი სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში განხორციელებულ კვლევის შედეგად აღმოჩენილი 12 ახალი ფაქტი იქნება წარმოდგენილი.
მის: ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7


11:30 საათზე, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმარეთება
მის: თბილისი, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი (ჩ კორპუსი, ოთახი N532)


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი