ახალი ამბები

მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას ხვდება

19 თებერვალი, 2013 • • 800
მაია ფანჯიკიძე საპარლამენტო უმცირესობას ხვდება

“მე მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაიას მოსვლისთვის, კარგი ფორმა არის ურთიერთობის და დამოკიდებულების, როცა მინისტრი მზადაა მოვიდეს პარლამენტში და უპასუხოს ოპოზიციის და უმცირესობის შეკითხვებს. პირველი მინისტრი ბრძანდებით, რომელიც არის მოსული ჩვეთან, როგორც ოპოზიციასთან, ახალ პარლამენტში. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი შეხვედრა გვექნება სხვა მინისტრებთან, ალბათ, თქვენთანაც,” – განაცხადა დავით ბაქრაძემ. 

 

ფანჯიკიძემ იმედი გამოთქვა, რომ შეხვედრა კონსტრუქციულად ჩაივლის:

 

“ორჯერ ვერ მოვახერხე ჩამოსვლა იმიტომ, რომ მქონდა გადატვირთული გრაფიკი. მოხარული ვარ, რომ დღეს ჩვენი შეხვედრა შედგა. მეც მაქვს გარკვეული  შეკითხვები, ზოგიერთი შეიძლება რიტორიკული ხასიათის იყო, მე მგონი, ამის უფლებაც მაქვს. იმედი მაქვს, კონსტრუქციული იქნება ეს შეხვედრა.”

 

ფანჯიკიძე ასევე დაინტერესდა, დახურული იყო თუ არა შეხვედრა:

 

“ამაზე შეიძლება დამოკიდებული იყოს ჩემი პასუხები, რადგანაც თქვენც ძალიან კარგად გესმით, საგარეო პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, რომელიც მთელი ქვეყნის გასაგონად არ შეიძლება გაჟღერდეს და მთელ ქვეყანას კიდევ რა უჭირს, კიდევ უფრო იქით.”

 

“თუ რაიმე სპეციფიკური პაუხის გაცემა იქნება საჭირო, შეგვიძლია შეხვედრის ბოლო ნაწილი დავხუროთ,” – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი