ახალი ამბები

უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 20 დღეში ამოქმედდება

22 მაისი, 2017 • 2733
უკრაინის მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა 20 დღეში ამოქმედდება

უკრაინის მოქალაქეები ევროკავშირის ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ მიმოსვლას 20 დღეში შეძლებენ.

შესაბამისი დადგენილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში დღეს გამოწვეყნდა და  20 დღეში ამოქმედდება, რის შემდეგაც უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირის   22 წევრ, 4 არაწევრ და შენგენის კანდიდატ 4 ქვეყანაში  ვიზის გარეშე იმოგზაურონ.

საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში 28 მარტიდან ამოქმედდა მას შემდეგ, რაც გადაწყვეტილება საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებისა და შეჩერების მექანიზმის ამოქმედების შესახებ 539/2001 რეგულაციის ცვლილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში 8 მარტს გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, საქართველომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.

ჟურნალში გამოქვეყნებიდან 20 დღის ვადაში გადაწყვეტილება უკვე ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ 28 მარტიდან საქართველოს მოქალაქეები, ვისაც ბიომეტრიული პასპორტი აქვს, ევროკავშირის ქვეყნებში ვიზის გარეშე მოგზაურობას შეძლებენ. მოგზაურობისას შეგეძლებათ შენგენის ზონაში 180 დღის მანძილზე 90 დღე დარჩეთ.

რა საბუთები დაგჭირდებათ უვიზო მიმოსვლით სარგებლობისთვის, რომელ ქვეყნებში შეგიძლიათ მოგზაურობა და დამატებითი დეტალების შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე. 

მასალების გადაბეჭდვის წესი