ლეგენდარული ამერიკული როკ-ჯგუფის, Aerosmith-ის წევრები საქართველოში გუშინ, 19 მაისს ჩამოვიდნენ. კონცერტის დაწყებამდე ჯგუფის სოლისტი, სტივ ტაილერი მსმენელს ქართულადაც მიესალმა.
ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგა. კონცერტის ბილეთები რამდნეიმე თვის წინ 3 საათში გაიყიდა.
ჯგუფი 1970 წელს ბოსტონში შეიქმნა და მას შემდეგ 15 სტუდიური ალბომი გამოუშვა. ჯგუფი ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ დაჯილდოებაზე, “გრემიზე” 16-ჯერ იყო წარდგენილი. ჯილდოს მოპოვება კი 4-ჯერ, საუკეთესო როკშესრულებისთვის შეძლო. ამ კატეგორიაში ჯილდოების რაოდენობით “აეროსმიტს” მხოლოდ U2 უსწრებს. კარიერის მანძილზე ჯგუფმა მსოფლიოს მასშტაბით 150 მილიონ ჩანაწერზე მეტი გაყიდა და ყველა დროის ყველაზე კარგად გაყიდვად ბენდებს შორის დაიმკვიდრა თავი.