ახალი ამბები

ინფექციურ საავადმყოფოს ფანჯარას ესროლეს, დაწყებულია გამოძიება

20 მაისი, 2017 • 3250
ინფექციურ საავადმყოფოს ფანჯარას ესროლეს, დაწყებულია გამოძიება

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინფექციურ საავადმყოფოში მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ამის შესახებ ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, თუმცა კითხვაზე, რამდენად შეესაბამება სიმართლეს გავრცელებული ცნობა, რომ საავადმყოფოს ფანჯარას ესროლეს, გვიპასუხეს: “ამას ვერ დაგიდასტურებთ. ფანჯარა დაზიანებულია, თუმცა რისგან, გამოძიება დაადგენს”.

პირველმა არხმა პაციენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ საავადმყოფოს ესროლეს. პაციენტის თქმით, პალატის ფანჯარაში რამდენიმე ტყვია შევარდა, მათ შორის, ერთი საწოლსაც მოხვდა.

„ვიწექით ჩვენთვის პაციენტები, ჯერ გარეთ გავიგონე 4 გასროლა, მერე ფანჯარაში შევარდა რამდენიმე ტყვია და ლოგინსაც აქვს მორტყმული. ყველანი დავეყარეთ იატაკზე. კრიმინალური პოლიციაც აქ არის და საპატრულო პოლიციაც“, – განუცხადა ერთ-ერთმა პაციენტმა საზოგადოებრივ მაუწყებელს.

ჯერჯერობით სხვა დეტალები არ არის ცნობილი. ამჟამად საავადმყოფოში სამართალდამცავები მუშაობენ.


 

თუ ფლობთ უფრო მეტ ინფორმაციას მომხდართან დაკავშირებით, ან ამბის თვითმხილველი ხართ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: info@netgazeti.ge ; 2960830 

ინფექციური საავადმყოფოს ფანჯარა. ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

ინფექციური საავადმყოფოს ფანჯარა. ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მასალების გადაბეჭდვის წესი