ახალი ამბები

ბათუმი–ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია მოძრაობა

19 მაისი, 2017 •
ბათუმი–ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა, შეზღუდულია მოძრაობა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრზე ფერდობზე განვითარდა მეწყერი, რამაც ჩაკეტა გზის სავალი ნაწილი.

დეპარტამენტის ინფორმაციით,  ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდება. ამჟამად ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. 

საქართველოში ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი 20-21 მაისსაც.

ბათუმი-ახალციხის გზაზე 19 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

ბათუმი-ახალციხის გზაზე 19 მაისს ძლიერი წვიმის შედეგად მეწყერი ჩამოწვა. ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი