ახალი ამბები

„Aerosmith“-ის წევრები უკვე საქართველოში არიან

19 მაისი, 2017 • 2188
„Aerosmith“-ის წევრები უკვე საქართველოში არიან

მსოფლიოში ცნობილი ჯგუფის, „აეროსმიტის“ წევრები უკვე საქართველოში არიან.  – ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩარტერული რეისი 18.45 საათზე ჩამოვიდა.

„აეროსმიტს“ კონცერტი „ბლექ სი არენაში“  ხვალ, 20 მაისს გაიმართება.

ჯგუფი ქართველი მსმენელის წინაშე 2017 წლის გრანდიოზული  ევროტურის “Aero-Vederci Baby!” ფარგლებში წარდგება.

დღეს ცნობილი გახდა, რომ საკონცერტო დარბაზ “ბლექ სი არენასთან” დაახლოებით 400 მეტრში მაღალბაქნიანი სარკინიგზო სადგური მოეწყო, რომელიც პირველად ჯგუფ “აეროსმიტის” კონცერტზე ჩასულ მგზავრებს მოემსახურება. მგზავრები მატარებლიდან პირდაპირ საკონცერტო დარბაზთან შეძლებენ მისვლას.

კონცერტის ბილეთები რამდნეიმე თვის წინ 3 საათში გაიყიდა.

Aerosmith საქართველოშია, 19 მაისი, 2017

Aerosmith საქართველოშია, 19 მაისი, 2017

Aerosmith საქართველოშია, 19 მაისი, 2017

Aerosmith საქართველოშია, 19 მაისი, 2017

მასალების გადაბეჭდვის წესი