თენგიზ გუნავას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით (უფლებამოსილების გადამეტება), 182-ე მუხლით (მითვისება) და 120-ე მუხლით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება) აქვს წაყენებული.
პოკურატურა გუბერნატორს მისი მძღოლის, კახა იზორიას დაჭრაში, 49 500 ლარისა და 3000 ლიტრი ბენზინის მითვისებაში ადანაშაულებს.
თენგიზ გუნავას ამ საქმესთან დაკავშირებით აღმკვეთ ღონისძიებად გირაო – 10 ათასი ლარი აქვს შეფარდებული. ის წაყენებულ ბრალდებებში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და პროკურატურის ბრალდებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.








