ახალი ამბები

არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციას პრეზენტაცია

18 თებერვალი, 2013 • 988
არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციას პრეზენტაცია

18 თებერვალს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ (თბილისი, ვარდების რევოლუციის მოედანი) გაიმართება სპეციალური პრესკონფერენცია, რომლის დროსაც მოხდება „არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელთა ასოციაციის“ პრეზენტაცია.

 

ღონისძიების დროს სიტყვით გამოვლენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ ასოციაციის დამფუძნებელი მსხვილი ქართული კომპანიების – შპს „კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“, სს „იბერია რეფრეშმენტსი“ (პეპსი), შპს „აქვა გეო“ (სნო), შპს „აიდიეს ბორჯომი საქართველო“ და სს „წყალი მარგებელი“ (ნაბეღლავი) – წარმომადგენლები.

 

ქართველი მწარმოებლების გაერთიანება მომავალში გეგმავს დარგში არსებული პრობლემების გადაჭრისთვის, სფეროს მომავალი განვითარებისა და ექსპორტის გაძლიერებისთვის სხვადასხვა სახის ერთობლივი პროექტების განხორციელებას. 

 

ასოციაციის პირველი მნიშვნელოვანი წამოწყება კი არააქციზური საქონლის სავალდებულო მარკირების  რეგულაციის გაუქმებისკენ ან შეცვლისკენ იქნება მიმართული, რაც კომპანიების წარმომადგენელთა განცხადებით, მნიშვნელოვანი ტესტი იქნება, როგორც გაერთიანების, ასევე, სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის ჩამოყალიბების გზაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი