ახალი ამბებისამართალი

mfx capital-ის საქმე: $1, 5 მლნ-ის გაფლანგვაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

19 მაისი, 2017 •
mfx capital-ის საქმე: $1, 5 მლნ-ის გაფლანგვაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ მოქალაქეთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის ბრალდებით ორი პირს დაუსწრებლად შეეფარდა წინასწარი პატიმრობა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოში რეგისტრირებული შპსემეფიქს ბროკერ ჯორჯია“- და შპსემეფიქს გრუპის,“ ასევე, ოფშორულ ზონაში, ბელიზში  რეგისტრირებული კომპანია “Master services inc”- ის ხელმძღვანელმა პირებმა, საქართველოს მოქალაქე, მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, იგორ ვოლკოვმა, 2014 წლიდან 2017 წლის იანვრამდე პერიოდში, ამავე კომპანიების საშუალებით მოიზიდეს საქართველოში მცხოვრები ფიზიკური პირები პროგრამა Mfx capital-ში ინვესტიციის განხორციელების მიზნით, სანაცვლოდ ყოველთვიური მაღალი საპროცენტო სარგებლის გაცემისა და ინვესტირებული თანხის სრულად დაბრუნების პირობით.

“აღნიშნული გზით, ბრალდებულების  მიერ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, თანხების მიზნობრივად ინვესტირების ნაცვლად  გაფლანგულ იქნა 105 ფიზიკური პირის მიერ ინვესტირებული თანხაჯამში,  1 589 266  აშშ  დოლარის ოდენობით.

მარგარიტა ჟიზნევსკაიამ და იგორ ვოლკოვმა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების დაწყებამდე დატოვეს საქართველოს საზღვარი, დღემდე თავს არიდებენ საგამოძიებო სამსახურში გამოცხადებას და იმყოფებიან მიმალვაში“, – იუწყება საგამოძიებო სამსახური.

სასამართლომ მათ დაუსწრებლად შეუფარდა წინასწარი პატიმრობა და გამოიტანა დადგენილება მათი ძებნის შესახებ.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილისდა ამავე მუხლის მესამე ნაწილისქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 11 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი