ახალი ამბები

პრეზიდენტი საკონსტიტუციო განხილვებზე: საჯარო მოხელეების კითხვები იყო კოორდინირებული

18 მაისი, 2017 •
პრეზიდენტი საკონსტიტუციო განხილვებზე: საჯარო მოხელეების კითხვები იყო კოორდინირებული

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავის ადმინისტრაციაში “ეროვნული პლატფორმის” წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება.

შეხვედრის დროს გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო განხილვებზე დარბაზებში ძირითადად საჯარო მოხელეები ისხდნენ, ხოლ მათი კითხვები იყო კოორდინირებული.

“რა თქმა უნდა, იყვნენ საჯარო მოხელეები და ნათლად ჩანდა, რომ მათი კითხვები იყო კოორდინირებული, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამის უფლება საჯარო მოხელეებს არ აქვთ. საჯარო მოხელეც საქართველოს მოქალაქეა, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანი, და მათ აქვთ უფლება, დაესწრონ ასეთ განხილვებს. ასევე აქვთ უფლება, თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ.

უბრალოდ, დარბაზი უნდა იტევდეს არა მარტო საჯარო მოხელეებს, არამედ სხვა დაინტერესებულ პირებსაც. ასეთი შეხვედრები უნდა იყოს საკმრისი და არ უნდა რჩებოდეს საზოგადოებას დაუკმაყოფილებლობის განცდა. ყველას უნდა მიეცეს შესაძლებლობა, ქვეყნის უზენაეს კანონთან დაკავშირებით თავისი პრინციპული პოზიცია დააფიქსიროს,” – განაცხადა პრეზიდენტმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი