ახალი ამბები

დავით კირკიტაძემ არ იცის რატომ დაიბარეს პროკურატურაში

14 თებერვალი, 2013 • 1001
დავით კირკიტაძემ არ იცის რატომ დაიბარეს პროკურატურაში

როგორც კირკიტაძე ამბობს, მისი პროკურატურაში დაბარების მიზეზი ჯერ არ იცის, თუმცა, ვარაუდობს, რომ ხელისუფლება ბოლოდროინდელი დაბარებებით ყურადღების გადატანას ცდილობს.

 

“სამწუხაროა, რომ ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა არც სურვილი და არც კომპეტენცია იმისა, რომ რეალური პრობლემები, რაც არის ქვეყანაში გადაჭრას და რასაც შეპირდა ხალხს, ის შეასრულოს. ცდილობს დაკავებებით, დაბარებებითა და ყოველდღიური პრვოკაციებით მოსახლეობის ყურადღების გადატანას. მე ამას ვუკავშირებ ჩემს დღევანდელ დაბარებას. თუმცა, ზუსტად მაშინ გეტყვით, როცა გამოვალ იქიდან,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში დავით კირკიტაძე.  

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი