ახალი ამბები

უკრაინამ ოდნოკლასნიკი, ვკონტაქტე და Mail.ru დაბლოკა

16 მაისი, 2017 • 4947
უკრაინამ ოდნოკლასნიკი, ვკონტაქტე და Mail.ru დაბლოკა

უკრაინაში სოციალური ქსელების – “ვკონტაქტე”, ოდნოკლასნიკი და Mail.ru – რესურსები 3 წლით დაბლოკეს.  ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია, ასევე რია ნოვოსტი ავრცელებენ.

შესაბამისი ბრძანება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოსცა.

ასევე 3 წლით დაიბლოკა “Яндекс”. გარდა ამისა, უკრაინის მიერ დაწესებული სანქცია ეხება კომპანია “კასპერსკის ლაბორატორიას” და დოქტორ ვებს.

უკრაინას  რუსეთის წინააღმდეგ საქნციები ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგაც აქვს გატარებული. ჯამში, ეს ეხება 1228 ფიზიკურ და 468 იურიდიულ პირს რუსეთში. ასევე რამდენიმე მედიასაშუალებას, მათ შორის -NTV პლუსს, რაშა თუდეის.

ამავე თემაზე წაიკითხეთ ნეტგაზეთის სტატია: რუსეთის პროპაგანდა სოციალურ ქსელებში, საქართველოში ოდნოკლასნიკმა ფეისბუკს გაუსწრო

მასალების გადაბეჭდვის წესი