ახალი ამბები

ხიდაშელი გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვას მოითხოვს

13 თებერვალი, 2013 • 1157
ხიდაშელი გიორგი ღვინიაშვილის დაკითხვას მოითხოვს

ამის შესახებ ხიდაშელმა “რუსთავი 2”-ის, გადაცემა “პოზიციაში” ისაუბრა. ხიდაშელის განმარტებით, არსებობს კითხვები, მიუძღვის თუ არა ბრალი რობაქიძის საქმეში გიორგი ღვინიაშვილს. 

 

“პირადად მე, როგორც თინა ხიდაშელი ვამბობ, რომ ჩემთვის ყველაზე უფრო ცინიკური, მიუღებელი და არადამაჯერებელი არის გიორგი ღვინიაშვილის ისტორია. მე ვიქნები ინიციატორი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ გიორგი ღვინიაშვილი დაკითხონ. ჩვენ 9 წლის განმავლობაში ვამბობდით, რომ პროკურატურა იყო მთავარი დამნაშავე ამ ქვეყნაში, რომ ის აყალბებდა საქმეებს, ხელს აფარებდა დამნაშავეებს. მთელი ამ პერიოდის განამავლობაში გიორგი ღვინიაშივლი ამ მთავარი ჯგუფიდან იყო. ამ ორი კრიტიკული საქმის დროს, გირგვლიანისა და რობაქიძის მკვლელობის დროს იქ იყო. აქამდე რომ არ იყო გიორგი ღვინიაშვილი დაბარებული, მე ამაზე მაქვს აპრეტენზია პროკურატურასთან. რაც უფრო დიდი ხანი არ დაიბარებს, კიდევ უფრო მეტი პრეტენზია მექნება, და ხვალ და ზეგ მე თვითონ დავიბარებ, მე მოვითხოვ პარლამენტში იუისტიციის მინისტრის და მთავარი პროკურორის მოსვლას, თუ ეს საქმე არ გაგრძელდა, და არ გამოიკვეთა ამ კაცს ამ საქმებში რამე ბრალი მიუძღვის თუ არა, აფარებდა ხელს ბუტას მკვლელებს თუ არა,”- განაცხადა ხიდაშელმა.


ღვინიაშვილის, როგორც ყოფილი პროკურორის მიმართ ბუტა რობაქიძის საქმეზე დაკითხვას ლეგიტიმურად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძეც. მან გადაცემა “პოზიციაში” განმარტა, რომ გამოძიებას შეიძლება ჰქონდეს ღვინიაშვილთან შეკითხვები, ოღონდ ამის პარალელურად არ უნდა ხორციელდებოდეს პარლამენტში მასზე ზეწოლა.


შეგახსენებთ, რომ პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ღვინიაშვილი 2013 წლის 2 თებერვალს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ამირან (ბუტა) რობაქიძის მკვლელობისა და მისი მეგობრების სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის საქმის გარემოებებთან დაკავშირებით მოწმის სახით ჩვენების მისაცემად იქნა მიწვეული, თუმცა არ გამოცხადდა. ღვინიაშვილი აცხადებს, რომ ის მზადაა გამოძიების შეკითხვებს უპასუხოს პარლამენტში.


თინა ხიდაშელის თქმით, გიგი უგულავას მსგავსად, ღვინიაშვილიც შეიძლება იყოს დაკითხული პარლამენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი