ახალი ამბები

ზურაბ ჭიაბერაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას აპირებს

12 თებერვალი, 2013 • 1123
ზურაბ ჭიაბერაშვილი პროკურატურაში დაკითხვაზე მისვლას აპირებს

ამის შესახებ მან ნეტგაზეთს განუცხადა. თუმცა, იმ ბრალდებასთან დაკავშირებით რომელიც პროკურატურას მის მიმართ გააჩნია, იმ ვიდეო-მიმართვაში ისაუბრებს ვრცლად, რომელიც დღეს საღამოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება.

 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი და ამჟამინდელი კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი და ყოფილი პრემიერი, ამჟამად კი “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივანი ვანო მერაბიშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში  დასაკითხად ხვალ, 13 თებერვალს დაიბარეს.

 

ზურაბ ჭიაბერაშვილი, ვანო მერაბიშვილთან ერთად მოწმის სახით დაიკითხება საქმეზე, რომელიც ეხება სოციალური მომსახურების აგენტების მიერ უმუშევართა რეგისტრაციას, როდესაც შეიქმნა დასაქმების სამინისტრო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი