ახალი ამბები

კახეთში სტიქიით დაზარებულთათვის ”ტექნიკის ბაზრობა” იმართება

12 თებერვალი, 2013 • 1033
კახეთში სტიქიით დაზარებულთათვის ”ტექნიკის ბაზრობა” იმართება

„ტექნო ბუმის“ მენეჯმეტის ცნობით, ბაზრობა, სპეციალურად კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის  ეწყობა და მიზნად ისახავს დაზარალებული მოსახლეობის  მხარდაჭერას. პროექტის ფარგლებში მათ შეეძლებათ მხოლოდ თვითღირებულებებში შეიძინონ საჭირო ტექნიკა როგორც ნაღდზე, ასევე განვადებით.   

 

ბაზრობა,  თელავში, დავითაშვილის 4 ნომერში, ყოფილი ატეკის ტერიტორიაზე 14 თებერვლიდან გაიხსნება და მხოლოდ 14 მარტამდე გასტანს.

 

”ტექნო ბუმი” ბაზარზე  სამი წელია მოქმედებს და საქართველოს ბაზარზე  ყველაზე დაბალი ფასებით გამოირჩევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი