სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, გათავისუფლებულებს შორის არიან: 175 პოლიტპატიმარი, 275 მდედრობითი სქესის სრულწლოვანი და 17 მამრობითი სქესის არასრულწლოვანი.
შეგახსენებთ, რომ ამნისტიის შესახებ კანონი პარლამენტმა 21 დეკემბერს მიიღო , თუმცა აღნიშნულ კანონს საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, რაც პარლამენტმა 28 დეკემბერს 91 ხმით დაძლია. ამის შემდეგ აღნიშნულ კანონს ისევ არ მოაწერა ხელი მიხეილ სააკაშვილმა. ამის შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გამოიყენა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლით მისთვის მინიჭებული უფლება, რომლის თანახმად, თუ პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ აქვეყნებს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს, მას ხელს აწერს და აქვეყნებს პარლამენტის თავმჯდომარე. უსუფაშვილმა ამნისტიის შესახებ კანონს 12 იანვარს მოაწერა ხელი.
სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს ცნობით, ამნისტიის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, მიმდინარეობს მსჯავრდებულთა საქმეების ეტაპობრივად გადაგზავნა სასამართლოებში და სულ, ქვეყნის მასშტაბით, განსახილველია 18 500-მდე მსჯავრდებულის საქმე.