ახალი ამბები

ღარიბაშვილი სახელმწიფო დაცვის სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს

11 თებერვალი, 2013 •
ღარიბაშვილი  სახელმწიფო დაცვის სამსახურს უმოქმედობაში ადანაშაულებს

ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 11 თებერვალს, შინაგან საქმეთა სამინსიტროში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს გააცნო 8 თბეერვალს ეროვნულ ბიბლიოთეკასთან მომხდარი მოვლენების სამინისტროსეული ანალიზი და შეფასება.

 

“მე მიმაჩნია, რომ 8 თებერვალი როგორც შემთხვევა, არ არის ლოკალური ხასიათის პრობლემა და უბრალ ექსცესი, არამედ, ეს არის ბუნებრივი და ლოგიკური შედეგი იმ არაჯანსაღი გარემოსი, რომელშიც უწევს მუშაობა სამართალდამცავ და უსაფრთხოების სისტემებს”, – განაცხადა ირაკლი ღაირბაშვილმა ელჩებთან შეხვედრისას.

 

მისი თქმით, ხელისუფლების მშვიდობიანი გადაბარების შემდგომ საქართველო უმნიშვნელოვანესი გამოწვევის წინაშე დადგა, რაც გულისხმობს სხვადასხვა უწყებების თანამშრომლობას პოლიტიკური ოპონირების პირობებში, რაც, მინისტრის აზრით, საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის შედეგად მეტ–ნაკლებად წარმატებით მიმდიანრეობს. მინისტრმა ღარიბაშვილმა ასევე ისაუბრა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის შიგნით ერთიანობა.

 

“მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, რომელიც ძირითადად პასუხისმგებელია ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირების,  მათ შორის პრეზიდენტის უსაფრთხოებაზე და რომელიც 1998 წელს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ–ს უდიდესი მატერიალური და ტექნიკური დახმარების შედეგად ჩამოყალიბდა საქართველოში, დღემდე საქართველოს პრეზიდენტის იურისდიქციის ქვეშ არსებულ სამთავრობო სტრუქტურას წარმოადგენს.  წლების განმავლობაში, ეს სამსახური, კანონისა და დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, უშუალოდ ოპერატიულ რეჟიმში ხელმძღვანელობდა უმაღლესი თანამდებობის პირების და უშუალოდ პრეზიდენტის მონაწილეობით მიმდინარე ღონისძიებებს.  შსს–ს ასეთ ღონისძიებებზე, პრაქტიკულად, ყოველთვის დამხარე როლი ჰქონდა განკუთვნილი და ის მკაცრად ასრულებდა დასაცავ პირთა უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირთა დაკვეთას. სამწუხაროდ, გასული წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, დაცვის სპეციალური სამსახურმა შსს–სთან პრაქტიკულად გაწყვიტა ოპერატიული კავშირი და პრივატულ რეჟიმში დაიწყო საქმიანობა. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი და უფრო მეტიც, საფრთხის შემცველი ქვეყნისთვის”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

შს მინისტრისვე თქმით, 8 თებერვალს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში პრეზიდნეტის გამოსვლამდე სხვა მსგავსი ღონისძიებების მსგავსად დაცვითო ღონისძიებები უნდა გაეტარებინა დაცვის სპეციალურ სამსახურს და არა–შსს–ს. 

 

“დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 1 დღით ადრე იცოდა, რომ 8 თებერვალს პრეზიდნეტი ეროვნული ბიბლიოთეკის შენობაში

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

სიტყვით გამოსვლას აპირებდა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა არ გაატარა ასეთი შემთხვევებისათვის აუცილებელი ღონისძიებები. კერძოდ, სდსს–ს, ძალოვან უწყებებთან ერთად უნდა შეემუშავებინა ერთობლივი დაცვითი ღონისძიებების უზრუნველყოფის ერთჯერადი გეგმა”, – განაცხადა შს მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული გეგმა მოიცავდა წინასწარ ტერიტორიის დათვალიერებას, პოლიციის სამოქმედო არეალის განსაზღვრას და დედაქალაქის მერიიდან დამცავი ჯებირების მოტანას. ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 8 თებრვალს მხოლოდ დღის 3 საათზე მოითხოვა პოლიციის ერთი ეკიპაჟისა და რაიონული პოლიციის თანამშრომლების გამოძახება, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ დაანონსებული იყო აქცია, ადგილზე მივიდა პოლიციის 55 ეკიპაჟი, ასევე, შსს–ს სხვა თანამშრომლები,ჯამში 200–მდე პოლიციელი. 

 

ღარიბაშვილისვე მტკიცებით, სახელმწიფო დაცვის სპეიცალური სამსახურის უმოქმედომ გამოიწვია ტერიტორიის დაუცველობა, რადგან იქ არ იყო განლაგებული დამცავი ჯებირები, როს გამოც პოლიციას მოუწია ცოცხალი დამცავი კორიდორის გაკეთება. მინისტრისვე თქმით, პრეზიდენტმა და მისმა მომხრეებმა არ ისარგებლეს იმ ალტერნატიული შესასვლელებით, რომელიც მათ შსს–მ შესთავაზა.

მასალების გადაბეჭდვის წესი