აფიშაახალი ამბებიკინოხელოვნება

გაი რიჩის სუპერგმირი მეფე არტური – ლეგენდის ახალი სიცოცხლე

13 მაისი, 2017 • 5917
გაი რიჩის სუპერგმირი მეფე არტური – ლეგენდის ახალი სიცოცხლე

11 მაისიდან საქართველოს კინოთეატრებში გაი რიჩის ახალი ფილმის “მეფე არტურის ხმალი” ნახვაა შესაძლებელი. რეჟისორი ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მეფის ისტორიას, სუპერგმირის რამდენიმენაწილიან ფრანჩაიზად გადაქცევას და დაახლოებით 8 ფილმის გადაღებას გეგმავს.

მეფე არტური ინგლისური თქმულებების ლეგენდარული გმირია. გადმოცემის თანახმად, მან მე-5 საუკუნეში საქსონთა შემოსევებისგან დაიცვა ქვეყანა. ისტორიკოსებს დღემდე უჭირთ იმის დადგენა, ლეგენდის რომელი ნაწილია ტყუილი და რომელი შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ჯადოსნური ხმალი, რომლის ლოდიდან ამოძრობა არტურის გარდა ვერავინ შეძლო, ყოველთვის ამბის მთავარი პერსონაჟია.

როგორც კრიტიკოსები წერენ, რომ გაი რიჩის დიდად არ ანაღვლებსის ფაქტი, რომ სცენარში აღწერილი მოვლენები ხშირად არ ემთხვევა ბრიტანულ თქმულებებს და თავის განსაკუთრებულ გმირს, გაცილებით თანამედოვე არტურს ქმნის.

როგორც VOX წერს, ფილმი “ბეჭდების მბრძანებლისა” და “სამეფო კარის თამაშების” მოყვარულებს განსაკუთრებით მოეწონებათ, რადგან “მეფე არტურის ხმალშიც” უხვად არის ფანტასტიკის ელემენტები.

ფილმში მთავარ როლებს ბრიტანელი მსახიობები, ჩარლი ჰანამი და ჯუდ ლოუ ასრულებენ. ფილმში ასევე მონაწილეობს ინგლისის საფეხბურთო ნაკრების ყოფილი კაპიტანი დეივიდ ბეკჰემი.

“მეფე არტურს ხმალმა”კრიტიკოსთა არაერთგვაროვანი შეფასება დაიმსახურა. ზოგიერთს ზემეტად მასშტაბური სცენები და გაფანტული სცენარი არ ხიბლავს, ზოგი კი თვლის, რომ საზაფხულო ბლოკბასტერის კრიტერიუმებს სრულად აკმაყოფილებს და კარგ ბიუჯესტსაც უწინასწარმეტყველებენ.

ფილმი სულ რამდენიმე დღეა გამოვიდა ამერიკაში, ევროპული პრემიერა კი 19 მაისს იგეგმება. ამიტომ, როგორ შეფასებს მას მაყურებელი და როგორი იქნება მომავალი კვირის კინოგაქირავების სია, ჯერ უცნობია. ამჯერად სიის სათავეში მარველის “გალაქტიკის მცველები” არიან.

მასალების გადაბეჭდვის წესი