ახალი ამბები

ანონსი – 13 მაისი

12 მაისი, 2017 • 2274
ანონსი – 13 მაისი
2:00 საათზე – აქცია თამბაქოს აკრძალვის ინიციატივის შესახებ.
სტუდენტები “თბილისი მოლში” თამბაქოს სტანდარიზებული შეფუთვის რეგულაციას გააპროტესტებენ.
ქართველი სტუდენტები თავისუფლებისთვის

საკონტაქტო – მარიამ გოგოლიშვილი 557116661


15:00 საათზე “ხალხის პარტიის” ოფიში ბრიფინგი გაიმართება.

 თემა: პარტიის თავმჯდომარე ალექსანდრე კობაიძე ტყიბულში მინდელის მაღაროში დამსაქმებელ კომპანიასთან დაკავშირბით საგანგებო განცხადებას გაავრცელებს.


12.00 საათზე საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი “ახალი ღვინის ფესტივალს” საზეიმოდ გახსნის

საქართველოს “ღვინის კლუბის” ორგანიზებით, რიგით მე-8 “ახალი ღვინის ფესტივალი” თბილისში, მთაწმინდის პარკში ჩატარდება. (შადრევნის მოედანი).


15:00 საათზე, Impact Hub Tbilisi-ში გაიმართება დისკუსია თემაზე: “რუსეთის ცრუ ინფორმაციის გავრცელების საფრთხეები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში”. მომხსენებლები: თამარ ხორბალაძე – მედიის განვითარების ფონდის გამგეობის თავმჯდომარე (საქართველო), გასან გუსეინლი – სამოქალაქო აქტივისტი (აზერბაიჯანი), სურენ დეჰერიანი – ინტერნეტ გამოცემის www.Ampop.am მთავარი რედაქტორი და დამფუძნებელი (სომხეთი).


15:00 საათზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის დაწესების მიზნით, ხელი მოეწერება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.


10:00 – 18:00 საათზე,  სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) ბუდაპეშტის ღია საზოგადოების ინსტიტუტის (OSI) მხარდაჭერით მასპინძლობს კონფერენციას: „სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობისა და პრაქტიკის შეფასება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.“


 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი