“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კონსტიტუციიდან 94-ე მუხლის ამოღების საკითხი, რომლის მიხედვით, გადასახადების ზრდა მხოლოდ რეფერენდუმის გზით არის შესაძლებელი, დახურული არ არის და მასზე დისკუსია პარლამენტში გაგრძელდება. ამის შესახებ მდინარაძემ თელავში, კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტის საერთო სახალხო განხილვისას განაცხადა.
მამუკა მდინარაძის განცხადებით, მას არ აქვს მყარი პოზიცია, რომ 94-ე მუხლი კონსტიტუციაში უნდა დარჩეს:
“ვისმენ ხალხის აზრს, ხალხს სხვადასხვა წარმოდგენები აქვს. არიან ულტრამემარცხენეები, მემარჯვენეები და ორივე მხარეს ძალიან ბევრი მომხრეა. შესაბამისად, ამ რეფერენდუმთან დაკავშირებულ საკითხებს ჩვენ კიდევ გავივლით და ამაზე იქნება მსჯელობა. ეს საკითხი ამოწურული არ არის და არ ვდგავართ ჯიუტად, რომ მაინცდამაინც ასე უნდა დარჩეს. ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ, თუ როგორ იქნება ქვეყნისთვის უკეთესი ამ შემთხვევაში. აუცილებლად გავითვალისწინებთ იმ მოსაზრებებს, რომლებიც სახალხო განხილვენზე გამოითქმება,” – განაცხდა მდინარაძემ.
კონსტიტუციის 94-ე მუხლის მიხედვით, საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის ახალი სახის შემოღება, გარდა აქციზისა, ან საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადის სახის მიხედვით არსებული განაკვეთის ზედა ზღვრის გაზრდა შესაძლებელია მხოლოდ რეფერენდუმის გზით, გარდა ორგანული კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. რეფერენდუმის დანიშვნის ინიცირების უფლება აქვს მხოლოდ საქართველოს მთავრობას.