ახალი ამბები

სამართალდამცავები მერიაში და “ნაცმოძრაობის” ოფისში არ მივლენ

10 თებერვალი, 2013 •
სამართალდამცავები  მერიაში და “ნაცმოძრაობის” ოფისში არ მივლენ

“ჩვენ მოვუწოდებთ ყველას პატივი სცენ კანონს და ითანამშრომლონ გამოძიებასთან “– განაცხადა ნინო გიორგობიანმა. 

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, როგორ გადაიჭრება პრობლემა  თუ შსს–ს პოზიციის მიუხედავად კვლავ არ გამოცხადდებიან დაკითხვაზე დაბარებულები  შსს–ს პრესამსახურში გვიპასუხეს, რომ ამაზე შემდეგ გაკეთდება განცხადება. 

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დაკითხვაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიბარა თბილისის მერი გიგი უგულავა, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები  ასევე “ნაციონალური მოძრაობის წევრი” კობა ხაბაზი. დაკითხვაზე, მხოლოდ კობა ხაბაზი გამოცხადდა, რომელიც ამ წუთებში იკითხება. თბილისის მერი და დეპუტატები სამართალდამცავებს მერიასა და “ნაცმოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ელოდებიან. 

მასალების გადაბეჭდვის წესი