NDI-ის კვლევის მიხედვით, პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არაქართულენოვან არხებზე გამოკითხულთა 21% ადევნებს თვალს, ხოლო ამათგან ყველაზე მეტი რუსული არხებიდან იღებს ინფორმაციას.
გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ რუსეთის პირველ არხს, ო-ერ-ტე-ს უყურებს, 32% – ერ-ტე-ერ-ს, ხოლო 22% – “რასია 1”-ს. ინგლისურენოვანი მედიებიდან უყურებენ CNN-ს – 14%, ევრონიუსსა -10% და BBC-ს -8%.
კითხვაზე, იღებენ თუ არა ინფორმაციას პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ არაქართულენოვანი არხებიდან, 21%მა უპასუხა – დიახ, ხოლო 78%-მა უარი განაცხადა.
2016 წლის ივნისთან შედარებით, ეს მაჩვენებელი ფაქტობრივად არ შეცვლილა. მაშინ ამავე კითხვაზე გამოკითხულთა 23%-მა უპასუხა, რომ პოლიტიკისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას არაქართულენოვან არხებზე ადევნებდა თავს, ხოლო 77%-მა განაცხადა, რომ არა.