ახალი ამბები

NDI: 63%-ის აზრით საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია

12 მაისი, 2017 • 1702
NDI: 63%-ის აზრით საქართველოსთვის ყველაზე დიდი საფრთხე რუსეთია

საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, კვლევის მიხედვით, რუსეთი წარმოადგენს. კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, პასუხები ასე გადანაწილდა –  რუსეთი – 63 %; თურქეთი – 6 %; ამერიკა – 5 %; საქართველო – 1 %; სომხეთი – 1 %; ირანი 1 %; „არ ვიცი“ – 15 %.NDI-ს კვლევა

ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს კი, გამოკითხულთა 34 პროცენტის აზრით, რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს. ამას მოსდევს აფხაზეთისა და სამხ. ოსეთის ოკუპაცია (16%), ისლამური ტერორიზმი (9%) და რუსული პროპაგანდა (5%).

ასეთი შედეგები აჩვენა კვლევამ, რომლის პრეზენტაცია დღეს, 12 მაისს გამართეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ. კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,493 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

მასალების გადაბეჭდვის წესი